შალვა პაპუაშვილი - რადგან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, გაგვცენ პასუხი - რატომ ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში, ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან მიმართებით ვაყენებ - დამალობანას რომ თამაშობენ ელჩები, ასე არ არის

რადგან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, გაგვცენ პასუხი - რატომ ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში. ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან მიმართებით ვაყენებ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.­

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ელჩის მიზანი იყო, "ქართული ოცნების" დამარცხება და სხვისი მოყვანა ხელისუფლებაში.

მისი თქმით, ელჩები დამალობანას თამაშობენ.

,,ფაქტია, რომ ბრიტანეთის ელჩი ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში, ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, მოეხდინა ეს გავლენა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. შესაბამისად, მისი მიზანი იყო "ქართული ოცნების" დამარცხება და სხვისი მოყვანა ხელისუფლებაში. დავსვათ კითხვა - ვისი მოყვანა? ვინ არიან? ეს არის ის ძალა, რომელიც, ერთის მხრივ, ვნახეთ ვინც არიან, საგამოძიებო კომისიაში ვისმენთ კიდევაც, რა ტერორი დაატრიალეს საქართველოში და ესენი არიან ის ხალხი. რომლებიც მთავარ პრობლემას "ქართული ოცნებისა" ხედავენ იმაში, რომ ჩვენ არ ვუჯერებთ უცხოელებს. ამბობენ, რომ პირველი, რასაც გააკეთებენ - დაუჯერებენ უცხოელებს. ამაზე უნდა გასცენ პასუხი - დამალობანას რომ თამაშობენ ელჩები, გამოვლენ რაღაცას იტყვიან, მერე ხმას არ იღებენ და უკარებასავით არიან - ასე არ არის. რადგან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, შემოვიდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში და იყვნენ ამის მონაწილეები, კეთილი ინებონ და მოიქცნენ, როგორც პოლიტიკის მონაწილე სუბიექტები და გაგვცენ პასუხი - რატომ ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში. ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან მიმართებით ვაყენებ და გასცეს პასუხი - იყო თუ არა ეს მცდელობა, გავლენა მოეხდინა აზრის ფორმირებაზე "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. უნდა შინაარსობრივი ანალიზი გავაკეთოთ ამ სტატიის, უნდა ლინგვისტური და უნდა სამართლებრივი. სამივე ტესტში ის ჩაიჭრება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა