შალვა პაპუაშვილი - ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ ეს ჩაქუჩი, საბოლოო ჯამში, თითზე დაირტყა, ვინაიდან საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში

მე მგონი, ბრიტანეთის საელჩო გუშინ ფიქრობდა, რომ ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ ეს ჩაქუჩი, საბოლოო ჯამში, თითზე დაირტყა, ვინაიდან საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩი ისეთ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს აფინანსებს, რომელთა გაცხადებული პოლიტიკა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა.

„აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული პროპაგანდისტული გაზეთი „ტაბულა“. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, რომ დაეფინანსებინა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. შტერი ვგონივართ, მე მგონი, ბრიტანეთის ელჩს, როდესაც თვლის, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთის, „ტაბულას“ დაფინანსება არის დამოუკიდებელი მედიის და ჟურნალისტიკის დაფინანსება. ალბათ, შტერი ჰგონია ქართველი ხალხი, თუკი ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ NGO “მომავლის აკადემიის“ დაფინანსება ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაცა მზადებას. ყველას შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც, მესამეც მუშაობს იმისთვის, რომ ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები, როგორც „ტაბულა“ და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტია ისევე ე.წ. „მომავლის აკადემიები“. გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, რომ ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები და ამ ხალხისთვის ფულის მიცემა უნდა ბრიტანეთის ელჩს. ამაზე მეტი მავნებლობა რა შეიძლება ადამიანმა განაცხადოს არ ვიცი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა