Reuters - ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა გრძელდება

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, არეულობა, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა, ჩრდილოეთ ირლანდიის სხვადასხვა ნაწილში მესამე ღამის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა მოვლენების ეპიცენტრში, ქალაქ ბალიმენაში სიმშვიდე იყო.

ოთხშაბათს საღამოს პოლიციამ ბალიმენაში გზები გადაკეტა, ხოლო ახალგაზრდებმა პოლიციის ოფიცრებს ე.წ. ბენზინის ბომბები და ქვები ესროლეს.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმენაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ორშაბათს ორი 14 წლის რუმინელი მოზარდი ბიჭი, რომლებსაც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, სასამართლოს წინაშე წარსდგა. ადვოკატმა მოსამართლეს განუცხადა, რომ ისინი ბრალდებებს უარყოფენ.

არეულობის შედეგად საცხოვრებელი სახლები, კერძო ბიზნესები და ავტომობილები დაზიანდა. პოლიციის თქმით, გამოძიება რასობრივად მოტივირებული სიძულვილით ჩადენილ თავდასხმებზე მიმდინარეობს.

დემონსტრანტებთან შეტაკებების შედეგად 17 პოლიციელი დაშავდა, ხოლო პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის