შალვა პაპუაშვილი - ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა - ოპოზიციას არანაირი ლიდერი არ ჰყავს, ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ - სრულად მარიონეტები არიან

ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა - ოპოზიციას არანაირი ლიდერი არ ჰყავს, ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ - სრულად მარიონეტები არიან იმისა, თუ რას ეტყვიან გარედან მათ ქცევასთან დაკავშირებით, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში თვითმმართველობის არჩევნების შესახებ არსებულ შეუთანხმებლობას შეეხებოდა.

მისი თქმით, ოპოზიციას საკუთარი ნება არ გააჩნია.

„ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა - ოპოზიციას არანაირი ლიდერი არ ჰყავს, ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ. სრულად გარედან იმართებიან - სრულად მარიონეტები არიან იმისა, თუ რას ეტყვიან გარედან მათ ქცევასთან დაკავშირებით. არანაირი საკუთარი ნება მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად, მათი საუბრიდან გამომდინარე კომენტარის გაკეთება რთულია. მნიშვნელოვანია, ჩვენ დავაკვირდეთ რას საუბრობენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა დონორი, ვინაიდან ისინი წყვეტენ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს