კახა კალაძე - ისმის კითხვა, რატომაა ეს დამოკიდებულება, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა?! - ჩვენ კი ვიცით, ამის მიზეზი რა არის, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა!

ისმის კითხვა, რატომაა ეს დამოკიდებულება, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა?! - ჩვენ კი ვიცით, ამის მიზეზი რა არის, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა! ჩვენ არავის ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ევროპელი ბიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებები, „რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, კატეგორიულად მიუღებელია“.

„რას აკეთებს საქართველო, ზოგადად, რატომაა ეს დამოკიდებულება, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა? ისმის კითხვა, რატომ?! რა არის ამის მიზეზი?! ჩვენ კი ვიცით, ამის მიზეზი რა არის, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს, ქვეყანაში უსაფრთხოებას, მშვიდობას, სიმშვიდეს და მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ქვეყნის ინტერესების დათმობა არ მოხდება! ეს უნდა გაიგოს ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, რომ მითითებები მისცეს ხელისუფლებას. ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში, სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის განვითარებას.

საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვეყნის პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა. კერძოდ, ტუსკის თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს.

პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ იმ ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს