თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მათე დევიძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სალომე ზურაბიშვილი მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

სასამართლოსთან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს