სალომე ზურაბიშვილი - 21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“ - მათე სინდისისა და ღირსების მაგალითად დარჩება

21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მათე დევიძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წერს, რომელსაც თავად ესწრებოდა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პროცესის მცირე ადგილიან დარბაზში გამართვა, „რეჟიმის შიშის ნიშანია“.

„ოც ადგილიან დარბაზში რომ ჩანიშნავ მათე დევიძის, საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მატარებელ სასამართლოს, ეს უკვე რეჟიმის შიშის ნიშანია!

21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“.

მათე მაგალითად დარჩება სინდისისა და ღირსების. პატარა ბიჭი, არასრულწლოვანი შესული ციხეში, 7 თვის მერე დადგა კაცად და გვიჩვენებს ყველას სიმართლის გზას!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა