ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საპასუხო თავდასხმებს ელოდება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დღეს დილით იერუსალიმში სირენების ხმები ისმოდა, რის შემდეგაც იერუსალიმის მცხოვრებლებმა ტელეფონებზე განგაშის სიგნალი მიიღეს.

ისრაელის ძალებმა მოსახლეობა გააფრთხილა და განაცხადა, რომ ქვეყანას „ძლიერი და რთული დღეები“ ელის.

„ამ ოპერაციის დროს ფართომასშტაბიანი გაფრთხილებებია მოსალოდნელი“, - განაცხადა შიდა ფრონტის სარდლობის უფროსმა, გენერალ-მაიორმა რაფი მილომ.

მისი თქმით, საგანგებო შეტყობინებების გაგზავნისას ადამიანები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს