თენგო თევზაძე - ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ბიძინა ივანიშვილმა მძევლად აიყვანა - ჩვენი კოალიციის მესამე ლიდერს, დიდი ალბათობით, დააკავებენ, ჩვენ რუსულ რეჟიმთან ბრძოლას გავაგრძელებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ დღეს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავონ.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლას არ აპირებს და მას სრულად აქვს გაცნობიერებული, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი.

„ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს გაცნობიერებული აქვთ ის, თუ რისთვის გადადგეს ეს ნაბიჯი. ეს არის პრინციპულობა, შეურიგებლობა და სისტემასთან, რუსულ რეჟიმთან არ თანამშრომლობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე იქნება, რადგან ჩვენი კოალიციის მესამე ლიდერს, დიდი ალბათობით, დააკავებენ. ჩვენ რუსულ რეჟიმთან ბრძოლას გავაგრძელებთ", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამ ხელისუფლების პირობებში, სისტემასთან არ თანამშრომლობს.

„სასამართლო რასაც გავს, მათე დევიძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით კარგად ვნახეთ. ეს სასამართლო მართლმსაჯულებას არ ემსახურება, ეს სასამართლო ემსახურება „ქართულ ოცნებას“ და მის პარტიულ დეპარტამენტად არის ქცეული. ამიტომ, იქ მისვლის აზრსაც ვერ ხედავს ნიკა გვარამია. ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე სახის გარიგებაზე, რაიმე სახის თანამშრომლობაზე წავიდეთ „ქართულ ოცნებასთან“, ვინაიდან მან ყველა „წითელ ხაზს“ გადააბიჯა, რაც შეიძლება პოლიტიკაში და სახელმწიფო ეროვნული ინტერესების გათვალისწინების ნაწილში არსებობდეს",-განაცხადა თევზაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კოალიცია ერთიანი პოზიციებით გააგრძელებს წინააღმდეგობის ფრონტს, რაც მათ შორის ეხება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

„ჩვენ პოლიტიკური ლიდერები გვყავს გამომწყვდეული და ბიძინა ივანიშვილმა ისინი მძევლად აიყვანა“, - განაცხადა თევზაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს