პაატა ბურჭულაძე - ჩვენ უნდა შევძლოთ ყრილობის ჩატარება, უნდა შევქმნათ მესამე რესპუბლიკა - როგორც ციფრულ არჩევნებზე იყო ორმხრივი დამოკიდებულება, ახლა ამაზეც დაიწყეს, რომ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ეს აუცილებელია

ყველამ იცოდეთ ერთი რამ, ბიძინა ივანიშვილთან ერთი წუთით უკან დახევა არ შეიძლება, - ამის შესახებ გაერთიანება „რუსთაველის გამზირის“ წევრმა, პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

პაატა ბურჭულაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ მებრძოლი ადამიანების ეშინია.

ბიძინა ივანიშვილი როგორც კი დაინახავს, რომ უკან იხევ, ციხეშიც ჩაგსვამს და ყველაფერს გააკეთებს. მას ეშინია მებრძოლი ხალხის, მას ეშინია მებრძოლი ახალგაზრდების, მას ეშინია მებრძოლი პოლიტიკოსების და ამიტომაც სვამს ციხეში. დღეს მას არაფერი არ შეუძლია.

ეს არჩევნები არ არის, უფრო გაუარესებულია საარჩევნო სისტემა, გამორიცხულია რომ მოუგო. რომც მოგცეს რომელიმე ქალაქის მერი, ერთ თვეში დაიჭერს ქრთამზე და ამით ყველაფერი მორჩება. გამოუშვებს 50 სინდისის პატიმარს და რომ მორჩება ყველაფერი, 150-ს დაიჭერს. ერთი წუთით უკან დახევა არ შეიძლება ამ ადამიანთან და ამ სისტემასთან. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ყველას ვერ დაგვიჭერს, არ არსებობს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის მოსაზრებით, აუცილებელია ჩატარდეს ყრილობა და შეიქმნას მესამე რესპუბლიკა, რადგან „დღეს უკვე სახელმწიფო ფაქტობრივად აღარ გვაქვს, გასული ვართ ყველა ჩარჩოდან“.

„ჩვენ უნდა შევძლოთ ყრილობის ჩატარება, ყველაფერი უნდა შევძლოთ. უნდა შევქმნათ მესამე რესპუბლიკა. როგორც ციფრულ არჩევნებზე იყო ორმხრივი დამოკიდებულება, ახლა ამაზეც დაიწყეს, რომ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ეს აუცილებელია. პირველი რესპუბლიკა იყო 1918-1921 წლებში, მეორე იყო 1991 წლიდან 2025 წლამდე, ხოლო დღეს უკვე სახელმწიფო ფაქტობრივად აღარ გვაქვს, გასული ვართ ყველა ჩარჩოდან. 3000-ზე მეტი სოფელია საქართველოში და დელეგატები უნდა იყვნენ ჩამოსული, თითო კაცი მაინც, ასევე რაიონებიდან და უნდა ჩავატაროთ ყრილობა. გეტყვით თარიღს, როცა იქნება. ყრილობაზე უნდა ითქვას, გვინდა თუ არა შევქმნათ მესამე რესპუბლიკა, გვინდა თუ არა, რომ იყოს ახალი არჩევნები", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია