ისრაელის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანია დაშავებული

ისრაელის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანია დაშავებული, საიდანაც ორის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ CNN წერს. მათივე ცნობით, სხვადასხვა საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაცია იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყოს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ჯამში 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა” გაუშვა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა