ვახტანგ გომელაური კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მისი ჩვენების საფუძველზე გიორგი გახარია დააკავონ -  მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო

მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო,- ასე უპასუხა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას, შესაძლოა თუ არა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდის თაობაზე მისი ჩვენების საფუძველზე გიორგი გახარია საპატიმროში აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, გომელაურის თქმით, გამოძიების ფარგლებში შსს-ის მაღალი თანამდებობის პირებიც გამოიკითხებიან.

„გამოძიების ფარგლებში ალბათ, შსს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვაც დასჭირდებათ, ასევე უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი შეიძლება დაიბარონ, ბევრი იქნება. მე მზად ვარ, თუ დანაშაული ჩავიდინე, პასუხი ვაგო. ჩემი სამშობლოსა და ხალხის წინაშე პირველ რიგში”,- განაცხადა გომელაურმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ