იაგო კაჭკაჭიშვილი - კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციური განწყობები საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში მაღალია, ოღონდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს, როგორ უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ უპირატესობა

კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციური განწყობები საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მაღალია, - ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა ISSA-ს კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგი ოპოზიციური პარტია რომ იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ზოგი არა, ეს ყველაზე უფრო მეტად აზიანებს არჩევნების გზით ხელისუფლების მოპოვების შესაძლებლობას თბილისში.

„კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციური განწყობები საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში მაღალია. თბილისში, ჯამურად, ოპოზიციურ განწყობების ხვედრი წილი დაახლოებით, 66%-ია, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წილი დაახლოებით, 25%-ია. ანუ, მნიშვნელოვნად მაღალია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერა, ოღონდ ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს ეს უპირატესობა, როგორ შეიძლება, ითარგმნოს რეალურ საარჩევნო ტაქტიკებში - ანუ, როგორ უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ უპირატესობა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, რათა თბილისში ძალაუფლება მოიპოვოს. ამას სჭირდება რამდენიმე დათქმა და სერიოზული წინაპირობა. სამწუხაროდ, ეს წინაპირობები ჯერჯერობით არ სრულდება და ის, რაც დღეს საქართველოში ხდება უფრო მეტად „ქართული ოცნების“ პროექტისთვის წყლის დასხმაა, ვიდრე ოპოზიციური პროექტისთვის. კერძოდ, ეს ზიგზაგური მოძრაობა - ზოგი იღებს მონაწილეობას, ზოგი არა, ზოგი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, ზოგი პირიქით მონაწილეობას ემხრობა, ეს ყველაზე უფრო მეტად აზიანებს არჩევნების გზით ხელისუფლების მოპოვების შესაძლებლობას თბილისში. ამიტომ, აუცილებელია, ოპოზიციურმა ძალებმა ამ მიმართულებით საერთო ენა გამონახონ - მოუწოდონ საკუთარ ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა, შეთანხმდნენ საერთო მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე. თუ ეს არ მოხდება, ძალიან რთულდება არჩევნებში გამარჯვება, თუნდაც თბილისში“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის