რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა დღესაც გადაკეტეს.

მოქალაქეები უკვე 200 დღეა გამოხატავენ პროტესტს.

აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ისინი სკანდირებენ: "ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!". მათ თან აქვთ სხვადასხვა წარწერით ბანერი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა