სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ელენე ხოშტარიას მიმართ გადაწყვეტილებას 19 ივნისს გამოაცხადებს

სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ გადაწყვეტილებას 19 ივნისს გამოაცხადებს.

გადაწყვეტილებას მოსამართლე დავით თეთრაული მიიღებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია არც ელენე ხოშტარია და არც მისი უფლებადამცველი.

ცნობისთვის, პოლიტიკოსის მიმართ საჩივარი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შეიტანა. პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა