ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე - ვხედავთ, რომ წვალობენ როგორმე თვითმმართველობის არჩევნებში შემოიძურწონ

ISSA-ს კვლევის სიზუსტესა და ავთენტურობაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასერიოზულია - ვეტყოდი მათ [ოპოზიციას] და მათ პატრონებს, რომ ნუ წვალობენ - პირდაპირ მისცენ დავალება ოთხივე დანაყოფს, რომ მიიღონ მონაწილეობა და მეათეჯერ გამანადგურებელი შედეგით დამარცხდნენ თვითმმართველობის არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ISSA-ს კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ISSA-ს კვლევა ძირითადად, ოპოზიციის „შიდასამომხმარებლო ბაზარზე“ და გარკვეულ ამომრჩეველზე იყო გათვლილი.

„ოპოზიციური პარტიების და თუნდაც მედიების დაკვეთით ჩვენ არაერთი კვლევა გვინახავს. ამ კვლევის [ISSA] სიზუსტესა და ავთენტურობაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასერიოზულია, რადგან მერამდენე არჩევნებია - საპარლამენტო თუ თვითმმართველობის და შემდეგ ყველა იმ კვლევებისგან განსხვავებულ შედეგს ვხედავთ, რომელსაც სხვადასხვა ოპოზიციური მედია ან ე.წ პარტია გვთავაზობს. ეს კვლევა ძირითადად, გათვლილი იყო თავიანთ შიდა სამომხმარებლო ბაზარზე და რაღაცა დონის ამომრჩეველზე, რომ დაეტესტათ ის განწყობები ამ ორი დანაყოფის [„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“] თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ვხედავთ, რომ წვალობენ როგორმე თვითმმართველობის არჩევნებში შემოიძურწონ. ვეტყოდი მათ და მათ პატრონებს, რომ ნუ წვალობენ - პირდაპირ მისცენ დავალება ოთხივე დანაყოფს, რომ მიიღონ მონაწილეობა და მეათეჯერ დამარცხდნენ გამანადგურებელი შედეგით თვითმმართველობის არჩევნებში. გვჯერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ როგორც ეს აგენტურული დანაყოფები, ასევე მათი პატრონები რეალურად მიხვდებიან თუ რა არის საზოგადოების დაკვეთა ამ აგენტებთან მიმართებაში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს