ლევან ცუცქირიძე - შემდეგი არჩევნები უფრო მძიმე პირობებში გაიმართება, ეს იქნება არა ბრძოლა დემოკრატიისთვის, არამედ მის დასამარებაში მონაწილეობა

შემდეგი არჩევნები აღარ იქნება კონკურენტული და კიდევ უფრო მძიმე პირობებში გაიმართება, ეს იქნება არა ბრძოლა დემოკრატიისთვის, არამედ დემოკრატიისთვის ბრძოლის დასამარებაში მონაწილეობის მიღება, - ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის” თავმჯდომარემ ლევან ცუცქირიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ლევან ცუცქირიძის განმარტებით, „თავისუფლების მოედანი“ საკუთარ თავს სხვა მიმართულებით ხედავს და ეს არის პროტესტის გაძლიერება.

„ახლა არ არის ის პირობები, როგორიც იყო ადრე, როდესაც შერეულის სისტემა იყო, ხარვეზები კი ჰქონდა არჩევნებს, მაგრამ მაინც იყო რაღაც. ბოლო მეტ-ნაკლებად კონკურენტული არჩევნები იყო გასული საპარლამენტო არჩევნები და აქ „ქართული ოცნება“ დამარცხდა. შემდეგი არჩევნები აღარ იქნება კონკურენტული და კიდევ უფრო მძიმე პირობებში გაიმართება, ეს იქნება არა ბრძოლა დემოკრატიისთვის, არამედ დემოკრატიისთვის ბრძოლის დასამარებაში მონაწილეობის მიღება, ეს არის „თავისუფლების მოედნის“ პოზიცია.

ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს სხვა მიმართულებით. პირველი ეს არის პროტესტის გაძლიერება, ორგანიზება და კიდევ უფრო გაფართოება, ფორმების გამრავალფეროვნება, ჯარიმების გადახდით ადამიანების მხარდაჭერა. მათ შორის პროტესტის ახალი კერების შექმნა. კიდევ მრავალი სხვა რამის გაკეთება შეიძლება.

ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობის შედეგებს. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამომრჩეველს აჩვენოს, რომ ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებით ტკბობას, მაგრამ ეს ასე რომ არ არის, ყველა მეტ-ნაკლებად დაკვირვებული ადამიანისთვის ნათელია. ეს აღარ არის ის „ქართული ოცნება“, რომელიც იყო საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელსაც შეეძლო ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ლონდონში ჩასვლა და უმაღლეს დონეზე შეხვედრების გამართვა. მე არ ვამბობ, რომ ეს არის ყველაფერი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა