გიგი წერეთელი კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე კიშინიოვში გამართული საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში შედგა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ევროპული მომავლისა და ჩვენი საზოგადოების თავისუფლებისთვის ბრძოლის დიდი მხარდამჭერია და ეს არაერთხელ ღიად გამოხატა განცხადებით თუ აქტივობით საერთაშორისო ფორმატებში.

მისი თქმით, მოლდოვა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მტკიცედ მიყვება ევროინტეგრაციის გზას და ეს პროცესი აუცილებლად მიაღწევს მიზანს.

„კარგად ვიცნობ მოლდოვაში მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით საარჩევნო პრობლემების კუთხით. წინა საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ვიყავი და ჩემთვის ცნობილია არსებული სპეციფიკური სირთულეები. სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი ეტაპი იქნება შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისათვის და ევროკავშირის მომავალი წევრობისთვის პროდასავლური ძალების გამარჯვების შემთხვევაში. რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს და გააძლიეროს გავლენა მოლდოვაზე სატელიტი პოლიტიკური პარტიების, პროპაგანდის, საარჩევნო პროცესში ჩარევის თუ დნესტრისპირეთის პრობლემის მეშვეობით და ეს რეალური საფრთხეა. მოსახლეობის და დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ მაია სანდუს და მისი გუნდის მხარდაჭერა (რაც კვლევებში მნიშვნელოვან უპირატესობას აჩვენებს პრორუსულ ძალებთან შედარებით), საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინის წარმატებისთვის, საქართველოში დასავლური კურსის შენარჩუნებისთვის, ევროპის გაფართოებისა და უსაფრთხოებისთვის.

მიუხედავად რუსეთის ჰიბრიდული ჩარევების და ეკონომიკური ზეწოლის, მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა და ხელისუფლების პოლიტიკური ნება - ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართულებით, მოლდოვის თვალსაჩინო პროგრესს განაპირობებს,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა