მედიის მხარდასაჭერად 19 ივნისს, კომუნიკაციების კომისიისკენ საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება

სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიის მხარდაჭერის მიზნით, 19 ივნისს, კომუნიკაციების კომისიასთან, აქციას დააანონსეს.

აქტივისტმა, ტატო ქელბაქიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი 14:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან, საიდანაც კომუნიკაციების კომისიის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება.

ქელბაქიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, აქციას შეუერთდნენ და დასძინა, რომ „ახლა სიტყვის თავისუფლების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია“.

„რუსული რეჟიმი საქართველოში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ შეტევას აგრძელებს. მათი მიზანია, არ ისმოდეს სიმართლის ხმა ქვეყანაში და მთელი საინფორმაციო სივრცე გაჯერებული იყოს ბინძური რუსული პროპაგანდით. ზუსტად ამ მიზნით, 19 ივნისს, 15:00 საათზე, ჩანიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა, რომლის მიზანია, თავისუფალი ტელეკომპანიების - „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ დაცენზურება და ამით თავისუფალი სიტყვის ჩახშობა. ეს არის რეჟიმის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლის მიზანია მთლიანად სიმართლის ხმა აღარ ისმოდეს ქვეყანაში. ამიტომ აუცილებელია ამას წინ აღვუდგეთ და ამ მიზნით, სამოქალაქო აქტივისტები ვგეგმავთ აქციას. 19 ივნისს, 14:00 საათზე, შევიკრიბებით ავლაბრის მეტროსთან და გვექნება კომუნიკაციების კომისიის მიმართულებით მსვლელობა, სადაც გაიმართება საპროტესტო აქცია. ყველას მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ამ აქციას. ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების დაცვა,“ - განაცხადა ქელბაქიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის