გიორგი ახობაძე - ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო -  ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ - პატრონი

ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო - ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ -პატრონი, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციების დროს დაკავებული პირების სახელების და გვარების გაჟღერება აუცილებელია, რადგან მათთვის ეს გამამხნევებელია.

„რაც შეეხება პროკურორებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებს, რომლებმაც საშუალება არ მომცეს ამ შეთითხნილი საქმის გარემოებების მხილების, მინდა მათ ასეთი რამ ვუთხრა - ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო. როცა სამართლის პოვნა სასამართლო დარბაზებში შეუძლებელია, ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ამ სამართალს სხვაგან ეძებს. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი“, - განაცხადა გიორგი ახობაძემ.

ასევე, ბრალდებულმა პროკურორს მიმართა.

„სიგელი რომ გაჩუქა გაბიტაშვილმა [ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა] უკან მიაწერე ჩემი სახელი და გვარი, რადგან რამდენიმე წლის მერე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ“, - განაცხადა გიორგი ახობაძემ.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს