კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რიგი დანაშაულის შედეგად დაზარალებულს, ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება

დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელი იქნება, თუკი ჩადენილია „სისხლის სამართლის კოდექსის“: - 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის “გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლით, 215-ე მუხლით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 2592 მუხლით, 2594 მუხლით ან 397-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ამ მიმართულებით ცვლილებები ხუთ კანონში შედის. იცვლება „სისხლის სამართლის კოდექსი“, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი, “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონი და “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონი.

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს აძლევს ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის განსაზღვრული იქნება - 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის - 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც - ასეთ დროს, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე/უფლებამონაცვლე პირზე გადავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის