თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად თარგამაძე არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას თავად თარგამაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ესწრება.

როგორც სასამართლო პროცესზე თარგამაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გადაუდებელი აუცილებლობით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.

სასამართლო პროცესზე ვინაიდან სახელმწიფო ბრალდებას მოწმეები ჰყავდათ წარმოდგენილი, მხარეთა შეთანხმებით, ისინი დაიკითხებიან. კერძოდ კი, ფოსტისა და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა