პროკურორი - თუკი პირი გირაოს პირობებს არღვევს, ჩადის დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის - დაველოდოთ მამუკა ხაზარაძის ქმედებას

ნებისმიერი პირი, ბრალდებული, რომელიც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას და გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ეს ერთ-ერთი საფუძველი გახლავთ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის , - ასე უპასუხა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა მედიის მიერ დასმულ კითხვას: „მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს და რადგან მისვლას არ აპირებს და გირაოც უკვე შეფარდებული აქვს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?“.

პროკურორის განცხადებით, მართალია მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გაჟღერდა პოზიცია, რომ არ აპირებს კომისიაზე მისვლას, მაგრამ „ერთია პოზიციის დაფიქსირება და მეორეა უშუალოდ ქმედება“.

„რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ის დაბარებულია კომისიაზე ხელმეორედ. მისი სასამართლო პროცესი არის 20 ივნისს. ბუნებრივია, წინასწარ ვერ ვისაუბრებ რა შეიძლება ელოდებოდეს, მაგრამ თუ ადამიანი არღვევს კანონს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. დაველოდოთ პროცესს, დაველოდოთ მის ქმედებასაც.

თუკი ნებისმიერი პირი გირაოს პირობებს არღვევს, ჩადის დანაშაულებრივ ქმედებას და ბუნებრივია ეს ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის. დაველოდოთ კომისიის სხდომას, დაველოდოთ მის ქმედებას, ერთია პოზიციის დაფიქსირება და მეორეა უშუალოდ ქმედება“, - განაცხადა ნათია თათიაშვილმა.

ცნობისთვის, ხაზარაძე კომისიის სხდომაზე 30 ივნისს, 10:30 საათზე, „2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“ ახსნა -განმარტების მისაცემადაა დაბარებული.

მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირველად, 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები