თენგო თევზაძე - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს უკან დახევას, არ აპირებს თანამშრომლობას რეჟიმთან და არ აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, ნიკა გვარამია და პარტია „ახალი“ „არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან“. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

„გუშინ ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მეორედ დაიბარა პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე. პარტია „ახალის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერების პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ცხადია - ისინი ამისთვის იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ნიკა გვარამია და პარტია „ახალი“ არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან. ჩვენი პირობები არის იგივე, რა პირობაც აქვს პროტესტს - ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არც ნიკა გვარამია და არც „ახალის“, ასევე, არც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები აპირებენ ითანამშრომლონ რეჟიმთან და ლეგიტიმაცია მიანიჭონ რეჟიმს. ჩვენ არ ვცნობით წულუკიანის ფარსს, რომელმაც საბოლოოდ, ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია გამოიყენა იმისთვის, რომ ხაფანგში მოაქციოს ოპოზიცია და აიძულოს უკან დახევა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალი“ არ აპირებს უკან დახევას, არ აპირებს თანამშშრომლობას რეჟიმთან და არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით ნიკა გვარამიას მეორედ მიმართა. ნიკა გვარამიას პირველად დაბარებისას, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი