ირაკლი კობახიძე - რაც ჩორჩანაში მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როცა სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი - გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ ჩააყენა საქმის კურსში და ეს თავისთავად ეჭვებს აჩენს

რაც ჩორჩანაში მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი - გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ ჩააყენა საქმის კურსში და ეს თავისთავად ეჭვებს აჩენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით, საქმის კურსში არც ჩააყენა არც პრემიერ-მინისტრი, არც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია.

„არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე, გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით, საქმის კურსში არავინ ჩააყენა. მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და რა შუაშია?! საქმის კურსში არ ჩააყენა არც სუს-ის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც სხვა ძალოვანი სტრუქტურა და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. მე პირადად, მამუკა ბახტაძისგან ვიცი, რომ ის არ იყო საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არავინ ჩააყენა საქმის კურსში, ეს უკვე თავისთავად ხომ აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთ პრობლემური არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში?! ეს ნიშნავს იმას, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია რაღაც უცნაურს აკეთებდა. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკურ დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან რეალურად.

რაც ჩორჩანაში მოხდა ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და თქვენ იცით რა შედეგები მოჰყვა მერე ამას. ამის მინი მოდელი იყო ჩორჩანა, გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებით, მილიონი კვადრატული მეტრის ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ეს არის განსახილველი“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გაპრემიერებაზე დასმულ კითხვას - კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გახარია შს მინისტრობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრად „დიფ სთეითიდან“ განხორციელებული ზარის გამო დაწინაურდა.

„ამაზე მე ჩემი კომენტარი გაკეთებული მაქვს. იყო ზარი „დიფ სთეითიდან“ და ამას მოჰყვა მისი გაპრემიერება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაგრძელდა და დასრულდა ისე როგორც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. გარკვეულ ეტაპზე გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო „დიფ სთეითან“, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ დღეს ჩვენ არავითარ ასეთ კომპრომისებს აღარ ვუშვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მას ასევე ჟურნალისტებმა გახარიასადმი თავისი განცხადება შეახსენებს, რომ „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“ და აღნიშნა, რომ მისი ეს განცხადება კორონავირუსის პანდემიის მართვას ეხებოდა.

„ეს ეხებოდა კოვიდის მართვის თემას. დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე