ეკა გიგაური - ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას საქართველოში. ივანიშვილის მიზანია, რომ ჩვენ ყველა გვაცხოვროს რუსული კანონებით. ეს არ მოხდება! - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მიაწვდიან.

„საინტერესო არის ის, რომ ივანიშვილმა, ამ ჯერზე, სამიზნეში ამოიღო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი 5 ქალი. ივანიშვილი ებრძვის აქტიურ ქალებს ამ ქვეყანაში, რომლებიც იცავენ საქართველოს ინტერესებს და იცავენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ივანიშვილს არ მივაწვდით. ივანიშვილის მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანები დაუცველები დარჩნენ უსამართლობის პირისპირ, მარტო, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა გიგაურმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის