პაატა მანჯგალაძე - სადაც რუსეთი მოდის ან მისი გავლენა იზრდება ან ომი, ნგრევა და სიკვდილია - ამ ფონზე კი, „ქოცები“ გვიყვებიან ზღაპარს „მშვიდობასა“ და „ნეიტრალიტეტზე“!

სადაც რუსეთი მოდის ან მისი გავლენა იზრდება ან ომი, ნგრევა და სიკვდილია - ამ ფონზე კი, „ქოცები“ გვიყვებიან ზღაპარს „მშვიდობასა“ და „ნეიტრალიტეტზე“! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „რუსი და მშვიდობა“ იგივეა, რაც „ვეგანი მგელი“.

„რუსეთის „პარტნიორობა“ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ან ომს ან ღალატს ან ორივეს ერთად.

მაგალითები ყველამ ვიცით: სომხეთი - სამჯერ სთხოვა სამხედრო დახმარება. სამჯერვე კრემლმა უყურა და გაჩუმდა.

სირია - ასადის რეჟიმი დაიცვეს?

ირანი - სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთს დრონებს აწვდიდა. ახლა ირანი იბომბება, კრემლი უყურებს!

„რუსი და მშვიდობა“ - ეს აბსურდია ისე, როგორც ვეგანი მგელი და ვინც ამას ვერ ხედავს, ან თავს ისულელებს, ან უკვე გაყიდა თავისუფლება და სინდისი ვერცხლზე.

ერთი კითხვა ყველა პროპაგანდისტს: დაასახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი შევიდა და მშვიდობა დამყარდა. ბოლო ათწლეულების ისტორიამ დაადასტურა, რომ მეტი ევროპა ნიშნავს მეტ მშვიდობას, დაცულობას და ცხოვრების საუკეთესო პირობებს. ამიტომ არის საქართველოს არჩევანი ევროპა და არა რუსული ჭაობი”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა