აიათოლა ალი ხამენეი „უპირობო დანებების“ შესახებ ტრამპის განცხადებაზე - ჭკვიანი ადამიანები ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან - ირანელი ხალხი არ დანებდება!

ირანელი ხალხი არ დანებდება, - ასე გამოეხმაურა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „უპირობო დანებების“ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას.

„ეს ქვეყანა არასდროს დანებდება. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ სამხედრო ჩარევას ნამდვილად გამოუსწორებელი საზიანო შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მისი თქმით, ირანი „ზეწოლას არ დაემორჩილება“.

„ის ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ირანს, ირანელ ხალსა და ირანის ისტორიას იცნობენ, ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან, რადგან ირანელი ხალხი არ დანებდება“, - აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა