რასა იუკნევიჩიენე - მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები დახმარებას იმსახურებენ, სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ - აღარ ვთხოვოთ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება, არ დაბრუნდებიან, ეს რეჟიმი არის კრემლის გენების

მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები დახმარებას იმსახურებენ, სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ - აღარ ვთხოვოთ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება, არ დაბრუნდებიან, ეს რეჟიმი არის კრემლის გენების, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც განიხილავენ საკითხს - "მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი".

ევროპარლამენტარის თქმით, არ ესმის ევროპული საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. იუკნევიჩიენეს განცხადებით, „ყველას, ვინც ხელებს ისვრის“, სანქციების ეშინია და „ზეწოლა უნდა მოვახდინოთ“. მისი თქმით, არ შეიძლება ქართველი ხალხის მიტოვება.

ევროპარლამენტარის თქმით, მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება ქართველებს თავიანთი ქვეყნის დაბრუნებაში.

“ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაკავებული ყველა ქართველის სიმბოლო გახდა. ერთი კვირის წინ მამაცი ქართველების წარმომადგენლები, რომლებიც 200 დღეზე მეტია იბრძვიან ევროპული საქართველოსთვის, ევროპარლამენტის კომიტეტს დაესწრნენ. გუშინ, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა მათ წინააღმდეგ. ვითარება ყოველდღე უარესდება. ამჯერად ჩემი გამოსვლა რეჟიმის ან თბილისში კრემლის მეგობრების შესახებ არ იქნება. ამაზე ყველაფერი ვთქვით აქამდე მიღებულ რეზოლუციებში.

ჩვენზე უნდა ვილაპარაკოთ, ევროკავშირზე. არ მესმის ევროპული საბჭოს, წევრი სახელმწიფოების და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. მზია და მისი მეგობრები პატივისცემასა და დახმარებას იმსახურებენ. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველას, ვინც ხელებს ისვრის, მათი [სანქციების] ეშინია. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რეჟიმზე ყველანაირად და აღარ ვთხოვოთ მათ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. არ დაბრუნდებიან, ვინაიდან, ეს რეჟიმი არის კრემლის გენების. ისინი ხალხს ატყუებდნენ ევროკავშირის მისწრაფებებზე, ჩვენ გვატყუებდნენ - ევროპარლამენტსა და ევროკავშირში.

მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება ქართველებს თავიანთი ქვეყნის დაბრუნებაში. ევროკავშირის პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველოში თითქმის აღარაა დარჩენილი დამოუკიდებელი მედია. მხოლოდ “სპუტნიკის” მსგავსი პროპაგანდისტული სატელევიზიო არხები.

სხვათა შორის, არ მესმის ისინი, ვინც ევროკავშირის შესახებ შხამს ავრცელებენ, ჯერ კიდევ აქტიურები რატომ არიან აქ - ევროპარლამენტში.

მოდით, ვიმოქმედოთ. არ შეიძლება ქართველი ხალხის მარტოდ მიტოვება”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია