სალომე ზურაბიშვილი - კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოლიდარობას უცხადებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც, მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან “ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ”.

ზურაბიშვილის განცხადებით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპს, წინააღმდეგობაში მოდის როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიული სტანდარტების ძირეულ ღირებულებებთან.

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო სადამსჯელო უწყებად იქცა.

„მხარდაჭერას ვუცხადებ პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპს, რომლის დაცვის პასუხისმგებლობა და მისი ერთგულება განურჩევლად ყველას ვალდებულებაა. ამ ვალდებულების უგულებელყოფას კი კანონი ვერ უნდა ითხოვდეს ვერავისგან.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ პრინციპს და ზეწოლას ახდენს მონაცემთა გასაჯაროებაზე შეუთავსებელია სამართლებრივ სახელმწიფოსთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან.

არც ერთი კანონი არ უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკული ხმების ან დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

სოლიდარობას ვუცხადებ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინ აღუდგნენ ამ ზეწოლას. იმის ნაცვლად რომ ქვეყანაში კორუფციის არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაიწყოს გამოძიება კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა“,- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს