ნაჩო სანჩეს ამორი - გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, საბავშვო ისტორიაა, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი - ნამდვილი ჟურნალისტიკა ერთადერთი გზაა რეჟიმების ფანტაზიების წინააღმდეგ

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საბავშვო ისტორიაა ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, Deep State-ია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა - ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც განიხილავენ საკითხს - "მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი".

მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთადერთი გზა დამოუკიდებელი მედიის გადარჩენაა.

“ერთ-ერთი რამ, რასაც ყველაზე ხშირად ვხედავთ და რაც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, არამხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის, როდესაც ისინი ეპყრობიან მოქალაქეებს, როგორც არასრულწლოვნებსა და ბავშვებს.

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საბავშვო ისტორიაა ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, Deep State-ია.

ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ტვიტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის განცხადება, რომელიც აქ, ამ პალატაში, ქვეყანაზე კეთდება. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არსებობდეს პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები ქმნიან, როგორიც მზია ამაღლობელია. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამიტომაც [ხელისუფლების წარმომადგენლები] ზოგჯერ ებრძვიან სასაცილო ზომებით პრესის თავისუფლებას. მაგალითად, თუ ჟურნალისტი იყენებს სიტყვებს: “არალეგიტიმური პარლამენტი”, “არალეგიტიმური მთავრობა”, “ოლიგარქიული მთავრობა”, “რეჟიმის პატიმრები” ან “პრორუსული რეჟიმი”, ყველა ეს გამოთქმა ახლა აკრძალულია ქვეყანაში”,- განაცხადა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები მიმდინარეობს.

ევროპარლამენტარები თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მსჯელობენ. ამასთან, ხვალ ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის