შალვა პაპუაშვილი - ერთი კვირა გავიდა, რაც ბრიტანეთის საელჩოს მივმართე, გაესაჯაროებინა, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და დღეს - სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

დიდი ბრიტანეთის საელჩო ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს, ვის რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და რა თანხით აფინანსებს დღეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„კარგად რომ გავიაზროთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი ნომრის, გია ჯაფარიძის ამ ენჯეოზე (“მომავლის აკადემია”) ამბობდა დიდი ბრიტანეთის საელჩო, არჩევნების ობიექტური დამკვირვებლები არიან, ფული გვინდა მივცეთ და რა შუაში აქ ექსტრემიზმის დაფინანსებაო.

ამასობაში, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საელჩოს მივმართე, გაესაჯაროებინა, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების წინ და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. თუმცა, „საერთაშორისო დახმარების შესახებ“ პარიზის დეკლარაციისა და „საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ შეთანხმების დარღვევით, დიდი ბრიტანეთის საელჩო ამ ინფორმაციას ქართული საზოგადოებისთვის არ ასაჯაროებს. სხვა ქვეყანაში პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა", - წერს პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს