„საქართველოს ბანკი“ ფინტექის მიმართულებით ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

ფინტექი „საქართველოს ბანკისთვის“ ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია - სფერო, რომელიც სამომხმარებლო გამოცდილებასა და ციფრულ ეკონომიკას ცვლის. სწორედ ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის, Global Finance-მა პირველი AI in Finance Awards 2025-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფინტექის ქვეკატეგორიაში როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დაასახელა.

საერთაშორისო გამოცემა ამ დაჯილდოების პროგრამას ახორციელებს CGI-სთან — გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით, რომელიც AI-ის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

„საქართველოს ბანკისთვის საამაყოა, რომ ვართ ტექნოლოგიური ცვლილებების სათავეში და პრიორიტეტულია, შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც ბიზნესს საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება. ეს ჯილდო კი ჩვენთვის არის არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარება, არამედ პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ ფინტექ ტრანსფორმაციის პროცესში წამყვანი როლის შესრულება“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში, კორპორაციული მიმართულებით, ჯილდო შემდეგ ქვეკატეგორიებში მოიპოვა:

  • ფინტექის ქვეკატეგორია — საუკეთესო ბანკი ქვეყნის მასშტაბით (საქართველო);
  • ფინტექის ქვეკატეგორია — საუკეთესო ბანკი რეგიონის მასშტაბით (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის