ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტში დებატებზე - ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს - რატომ უნდა ჩატარდეს, რადგან შენ რომ გინდოდა იმ პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაიმარჯვეს?

კრიტიკა მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის ობიექტურ მონაცემებზე დამყარებული იქნება - ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. კი მაგრამ, რატომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები? რადგან შენ რომ გინდოდა იმ პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს? - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, რომელიც საქართველოს საკითხს შეეხებოდა.

მისი თქმით, „ყველა გამოთქმულ აზრს კონკრეტული დასაბუთება სჭირდება“.

„ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. კი მაგრამ, რატომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები? რადგან შენ რომ გინდოდა იმ პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს? ამიტომ უნდა მოუწყო ქვეყანას ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომ ამით შენს საწადელს მიაღწიო? ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის საშინაო საქმეებში დემოკრატიული პრინციპების სრული უგულებელყოფით უხეში ჩარევაა. ამიტომ, ის დეპუტატები, ვინც ამბობენ, რომ საქართველოს ასეთი ტიპის ჩარევები არ სჭირდება არც მოსკოვიდან, რადგან თავის დროზე საქართველოში ამ პოლიტიკის გამტარებელი სწორედ მოსკოვი იყო, არც ბრიუსელიდან და არცერთი ქვეყნის დედაქალაქიდან - სწორედ ეს არის სწორი და გამართული მიდგომა. კრიტიკა მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის ობიექტურ მონაცემებზე დამყარებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არამართლზომიერი და არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ბრძოლა”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გარკვეული პოლიტიკური წრეების მიზანი საქართველოში არა დამოუკიდებელი მთავრობის ყოლა, არამედ მარიონეტული ტიპის მმართველობის დამყარებაა.

„ჩვენ იმავე სურათს ვხედავთ, რაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ იყო. გარკვეული პოლიტიკური წრეების მიზანი არის საქართველოში არა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსა და მთავრობის ყოლა, არამედ საქართველოში მარიონეტული ტიპის მმართველობის დამყარება, რომელიც პირველ რიგში, გარეშე შეკვეთების შემსრულებელი იქნება - ეს არის მიზანი, სხვა მიზანი არ არსებობს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა