მედია - ევროპაში შიშობენ, რომ აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმამ, შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების ტალღა გამოიწვიოს

დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის ქვეყნებმა დონალდ ტრამპი გააფრთხილეს, რომ ირანზე აშშ-ის ნებისმიერმა თავდასხმამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დასავლეთს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

დიპლომატიურმა წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ვაშინგტონს ასევე ეცნობა, რომ სამხედრო ჩარევამ, შესაძლოა, მთელ ევროპაში ტერორისტული თავდასხმების ტალღა გამოიწვიოს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა ეს არგუმენტები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ის წარსულში თავად იყო ირანის ხელისუფლების მიერ დაქირავებული მკვლელობის გეგმის სამიზნე.

ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დევიდ ლემი, იოჰან ვადეფული და ჟან-ნოელ ბარო ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდებიან.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა