სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილს პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება მსჯავრდებული ბაჩიაშვილი.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ, შოთა ქარუმიძის დაკითხვა მოხდება.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დაუსწრებლად, მას შემდეგ წარუდგინა, რაც მან ქვეყანა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაჩენის გამოტანამდე დატოვა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა