ნატალი ლუაზო - ჩვენ, ფრანგმა ხალხმა, საკუთარ თავს სწორი კითხვები უნდა დავუსვათ -  ბიძინა ივანიშვილს, პრო-რუსული მაფიის მეთაურს, ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი?

პრო-რუსული მაფიის მეთაურ ივანიშვილს ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი? Air France-ი ჯერ კიდევ რატომ პარტნიორობს ავიახაზთან, რომელიც ოპონენტის მოტაცებაშია თანამონაწილე? - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ განაცხადა.

„საქართველოში სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. ეს ტყვიისებრი საფარია, რომელიც ხელახლა სტალინიზაციის პროცესში მყოფ ქვეყანას მოეფინა. ვინაიდან სხვაგან ვიყურებით. ვინაიდან ჩვენი მზერა ისრაელსა და ირანზეა მიპყრობილი - ამის გაგება შეგვიძლია - პუტინი თავის პაიკებს სადაც კი შეუძლია ყველგან წინ წევს, და ამას აკეთებს საქართველოში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, პოლიტპატიმრები ჰყავთ, ან საზღვარგარეთ უშვებენ და ძალით საქართველოში აბრუნებენ. მედიას აჩუმებენ. ვითარება სულ უფრო ჰგავს ბელარუსს, სრულიად პრო-ევროპული მოსახლეობით, რომელსაც პრო-რუსული მაფია მართავს.

ევროკავშირს აქამდე საკმარისი არ გაუკეთებია და ეს სულ უფრო რთული ხდება. ევროკავშირი პასიური იყო საქართველოში ვითარებასთან დაკავშირებით, რაც მე, როგორც არჩევნების დამკვირვებელმა, დავინახე, რომ მასობრივად გაყალბებული იყო. დღეს რაც უნდა ვქნათ - უნდა შევზღუდოთ ვიზები და სანქციები დავუწესოთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამ უსაზღვრო რეპრესიებზე. ჩვენ, ფრანგმა ხალხმა, საკუთარ თავს სწორი კითხვები უნდა დავუსვათ. ბიძინა ივანიშვილს, ამ პრო-რუსული მაფიის მეთაურს, ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი? Air France-ი ჯერ კიდევ რატომ არის პარტნიორობაში ავიახაზთან, რომელიც თანამონაწილეა ოპონენტის მოტაცებაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არიდებს თავს და რომელმაც მოსკოვში ფრენების რაოდენობა გაზარდა? მოდით შევწყვიტოთ იმის თქვა, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს სიმართლე არ არის”, - განაცხადა ლუაზომ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს