ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსი - ისრაელს კვლავ აქვს სამიზნეები ირანში -   მზად ვართ გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა

ისრაელს კვლავ აქვს „ სამიზნეები“ ირანში და მზადაა გააგრძელოს თავდასხმები ქვეყანაზე „იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, -ამის შესახებ ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსმა განაცხადა.

„ჩვენ კვლავ გვაქვს დარტყმის სამიზნეები და შესასრულებელი ამოცანები“, - განაცხადა ეიალ ზამირმა სიტუაციური შეფასებისას, ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან აღინიშნება, რომ ისრაელი გააგრძელებს დარტყმების ტემპის გაზრდას ოპერაციული გეგმის შესაბამისად და "მზად ვართ გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“.

ზამირმა შეაქო შეერთებული შტატების დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე,რომელიც კვირას დილით განხორციელდა და განაცხადა, რომ ის „შესაძლებელი გახდა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მამაცი ლიდერობის წყალობით“.

მისი თქმით, დარტყმები წარმოადგენს „გარდამტეხ მომენტს“ ისრაელის კამპანიაში, რომელიც გასულ კვირას დაიწყო.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავისი მონდომება და შესაძლებლობები აჩვენა - ყველა, ვინც ჩვენს გამოწვევას შეეცდება, მძიმე ფასს გადაიხდის. ჩვენ არ დავთმობთ ისრაელის სახელმწიფოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას“, - დასძინა ზამირმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის