დონალდ ტრამპი - ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს მონუმენტური ზიანი მიადგა - განადგურება ზუსტი ტერმინია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს უზარმაზარი ზიანი მიადგა.

„როგორც თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს მონუმენტური ზიანი მიადგა. განადგურება ზუსტი ტერმინია! ნაჩვენები თეთრი სტრუქტურა ღრმად არის ჩადგმული კლდეში, მისი სახურავიც კი მიწის დონეზე გაცილებით დაბალია და მთლიანად ალშია გახვეული. ყველაზე დიდი ზიანი მიწის დონეზე გაცილებით დაბალა მოხდა“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გუშინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული ობიექტებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი, ამ დროისთვის, დაუდგენელია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა