კაია კალასი - მაგიდაზე კვლავ დავდებ სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ

ჩვენ დღეს საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ, ქვეყანაში სიტუაცია უარესდება. კვლავ დავდებ მაგიდაზე სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო სწორ გზაზე არ დგას.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ დგას“, - აღნიშნა კაია კალასმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა