ირაკლი კობახიძე უვიზო რეჟიმზე - შანტაჟი უნდა დასრულდეს! - რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში

რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში - დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება და გაუმჯობესდება, - ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებას, რომელიც მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე მედიასთან გააკეთა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, იმედოვნებს, რომ ევროპაში დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული, ღირებულებითი კრიზისი.

„რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს არის პირველ რიგში, ღირებულებითი კრიზისი, შემდეგ დანარჩენი ყველაფერი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება, გაუმჯობესდება, მათ შორის დაიძლევა, როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული კრიზისი, ღირებულებითი კრიზისი. სურვილი გვაქვს, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“,- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ვინმესთან, რათა არ შეწყდეს უვიზო რეჟიმი, პრემიერი აღნიშნავს: „ჩვენ ყველასთან სათანადო კომუნიკაცია გვაქვს. შანტაჟი უნდა დასრულდეს, ეს არის ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ“.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა რომ „მაგიდაზე კვლავ დადებს სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ“. მისი თქმით, საქართველო სწორ გზაზე არ დგას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს