ირაკლი ბენდელიანი - როდესაც დედაქალაქში გზების რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა კომუნიკაციების ფუნდამენტურ, კაპიტალურ ცვლილებებს ვგულისხმობთ

მიმდინარე კვირის ბოლომდე ვიწყებთ ჟორდანიას სანაპიროს და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწყობილი კვანძი სრულად განტვირთავს სატრანსპორტო მოძრაობას,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ძირითად პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქში გზების რეაბილიტაცია კომუნიკაციების კაპიტალურ ცვლილებებს უკავშირდება.

„როდესაც გზების რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა კომუნიკაციების ფუნდამენტურ, კაპიტალურ ცვლილებებს ვგულისხმობთ. ბოლო წლებში ჯამში, 8 500 000 მ2 ფართობის გზის საფარი შეიცვალა. რეაბილიტირდა, დაახლოებით, 1 754 ქუჩა/გამზირი. პირველი გამორჩეული პროექტი იყო კახეთის გზატკეცილის, ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია იყო. აღსანიშნავია, რომ გმირთა მოედანზე სატრანსპორტო კვანძი მოვაწყვეთ. ამას გარდა, ერთ-ერთი რთული სამშენებლო პროექტი იყო მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რადგან სამუშაოები მეწყრულ არეალში ხორციელდებოდა, თუმცა, ის წარმატებით დასრულდა და დედაქალაქის მოსახლეობა სარგებლობს ამ გზით“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში, დედაქალაქში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: კახეთის გზატკეცილს, ილია ჭავჭავაძის გამზირს, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის მიმდებარე ქუჩებს, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზას, კაიროს დასახლებას, მელიქიშვილის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს. ასევე, უნივერსიტეტის ქუჩას, წყნეთის გზატკეცილს (ბაგების დასახლება), აკაკი წერეთლის გამზირს, გახოკიძის ქუჩას. ივერთუბნის დასახლებაში კი 14 ქუჩა მოეწყო.

ამჟამად, რეაბილიტაცია უტარდება: ქაქუცა ჩოლოყაშვილის და წერეთლის ქუჩებს, ემირ ბურჯანაძის ქუჩისა და გარდაბნის გზატკეცილის დამაკავშირებელ ველისთავის ქუჩას, ემირ ბურჯანაძის ქუჩას.

ირაკლი ბენდელიანმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში თბილისში სამი ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი ახალი საავტომობილო ხიდი და ორი ახალი გვირაბი აშენდა.

„ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში გავაკეთეთ, არის უნივერსიტეტი - ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობდა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ჯამურად, ბოლო წლების განმავლობაში აშენდა სამი ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი ახალი საავტომობილო ხიდი, ორი ახალი გვირაბი“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.მისივე თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე დაგეგმილია ორთაჭალჰესის მიმდებარედ არსებული ხიდის რეაბილიტაცია.

ამასთან, მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ასევე, წარმოადგენს წყალმომარაგების, წყალარინების და სანიაღვრე ქსელების არარსებობა და ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებითაც არაერთი სამუშაო ჩატარდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ