პაატა მანჯგალაძე - დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ პროცესებით საქართველოს სჯის

დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ პროცესებით საქართველოს სჯის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში, ის იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება“.

„ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ.

პოლიტიკური ლიდერების გასამართლება არ არის პარტიული ამბავი, ეს ეხება ყველას, ვინც შვილს ევროპაში სასწავლებლად უშვებს, ვინც კანონის დაცვით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას, ვინც თვლის, რომ თავისუფლად და ღირსეულად უნდა იცხოვროს.

დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ ქმედებებით საქართველოს სჯის.

ეს არ არის შიდა დაპირისპირება, ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომ დაგვაკარგვინონ უვიზო მიმოსვლა, რომ მოგვწყვიტონ ევროკავშირსა და განვითარებულ, ცივილიზებულ სამყაროს, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს და ბიძინას ბნელ ინსტინქტებს დაემორჩილოს.

ეს არის გზა ირანიზაციისკენ, იზოლაციისა და დაჭაობებისკენ. დღეს პატრიოტებს სდებენ ბრალს იმაში, რაც თავად ჩაიდინეს და ამისთვის მთელ ერს სჯიან.

რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში, ის იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება.

ისინი თავისუფლებისთვის სჯიან საქართველოს, ერს, საზოგადოებას, ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ამ დანაშაულის ფასი უნდა გადაიხადოს რეჟიმმა და არა საქართველომ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა