ლევან ხაბეიშვილი - ბიძინამ შექმნა „ფულის ამოღების ბიურო“ და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს

ბიძინამ შექმნა „ფულის ამოღების ბიურო“ და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა „ფულიანებს დააწია ახალი კანონი და ახლა უკვე ყველას ფული მისი ფული გახდა“.

„ბიძინამ შექმნა „ამოღების ბიურო“ და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს. შერჩევისას აუცილებელი მოთხოვნა იყო „მოქოცო“, „მოქუჩურო“ ტიპი, რომელსაც არ „გაუტყდება“ სუს-თან თანამშრომლობა. შესაბამისად, შეირჩა კონკრეტული ბანდფორმირებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიძინასთვის ფულის ამოღებაში. ხალხის ხარჯზე, ბიძინას პირობებში კორუფციით მოპარული თანხების ამოღებაზეა საუბარი, ივანიშვილის სასარგებლოდ. რომეო მიქაუტაძეს მოსთხოვეს 250 მილიონი - უარის შემდეგ საჩვენებლად დააკავეს. თორნიკე რიჟვაძეს მოსთხოვეს 300 მილიონი, რაზეც უარი განაცხადა. რამდენიმე დღეში ის და მისი კლანიც თანამდებობებიდან დახსნეს. ამის შემდეგ, რიჟვაძემ ამ ფულის „გრაფიკით“ გადახდა გადაწყვიტა, შესაბამისად, ჯერჯერობით თავისუფალია. გრიგოლ ლილუაშვილს მოსთხოვეს 100 მილიონი, რადგან ყოველთვიურად ისედაც მიჰქონდა წილი - ნაძარცვიდან. შესაბამისად, დიდი ნაწილი მიტანილი აქვს და ახლა სთხოვენ „ჯარიმას“, რადგან ბიძინას ზურგს უკან მაინც იპარავდა. შესაბამისად, 100 მილიონით „დაჯარიმდა“ ამოღების ბიუროს მიერ. არ მიტანის შემთხვევაში - ემუქრება რომეოს ამბავი. ასევე, ივანიშვილმა „ფულიანებს“ დააწია ახალი კანონი და ახლა უკვე ყველას ფული მისი ფული გახდა. ვერ გაიგეთ რას ვამბობ?! აი, რომ „გაგაკულაკებენ“, თქვენი რომ გგონიათ, კანონის სახელით რომ გაგძარცვავთ ბიძინა, შემდეგ გაგახსენდებით“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ