დავით ნარმანია - გამოწვევები, რაც „ჯივიპის“ წინაშე დგას, კვლავ დაკავშირებულია წყალმომარაგების წყვეტასთან, ასევე საკანალიზაციო ქსელში ავარიასთან, რადგან ქსელის დიდი ნაწილი მოძველებულია

გამოწვევები, რაც კომპანიის წინაშე დგას, კვლავაც დაკავშირებულია წყალმომარაგების წყვეტასთან, ასევე საკანალიზაციო ქსელში ავარიასთან, რადგან ქსელის დიდი ნაწილი მოძველებულია, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს „ჯივიპის“ მიერ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საქმიანობის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

როგორც ნარმანიამ მედიასთან განმარტა, ბოლო ორ წელიწადზე მეტია, ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, რამაც წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების ტემპი გაზარდა.

„ვხედავთ, რომ ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც კომისიის მიერ დამტკიცებულია, „ჯივიპის“ მიერ სრულდება, რამაც გამოიწვია ეტაპობრივად ქსელში ავარიების შემცირება და მიწოდების მდგომარეობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, პროგრესი არის და ეს უნდა გაგრძელდეს სწორედ იმ დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, რამაც კიდევ უფრო მეტად უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა. კომისია ყურადღებით დააკვირდება კომპანიის საქმიანობას. ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ და შესაბამისად, მომავალ ანგარიშებშიც დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი და უკეთესი პროგრესი და მდგომარეობა იქნება მოქალაქეების წყალმომარაგებასა და წყალარინებასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება როგორც თბილისში, ასევე, რუსთავში და მცხეთაში.

გამოწვევები, რაც კომპანიის წინაშე დგას, კვლავაც დაკავშირებულია წყალმომარაგების წყვეტებთან, ასევე საკანალიზაციო ქსელში ავარიასთან, ვინაიდან ქსელის დიდი ნაწილი არის მოძველებული. სწორედ ამიტომაც მოხდა იმ გაზრდილი საინვესტიციო პროექტების გათვალისწინება, რომელმაც უფრო სწრაფ ტემპში უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ეს მდგომარეობა სისტემაში გაუმჯობესდეს.

ტემპი ადრე არ იყო სწრაფი იმიტომ, რომ შედარებით მცირე მოცულობის ინვესტიციები იდებოდა და ბოლო ორ წელზე მეტია, ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - განაცხადა ნარმანიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის