შალვა პაპუაშვილი - უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუკი თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს ექნება ადგილი, ჩვენ ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია

უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუკი თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს ექნება ადგილი, ჩვენ ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდებულებები გაწერილი.

„მე მაშფოთებს ის დეზინფორმაციული ნარატივი, რომელიც [ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა] ამ შეხვედრის წინ, სხვადასხვა მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, როდესაც საქართველოს მიმართ ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს და დემოკრატიული უკუსვლის თუ არასწორი გზით სიარულთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, რომელსაც წესით ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები უნდა ებრძოდნენ და არა პირიქით, დაკავებულები იყვნენ დეზინფორმაციის გავრცელებით. მე პირიქით მოლოდინი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები გააცნობიერებენ თუ რა არის სინამდვილეში ევროპული ღირებულებები. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა საქართველოში დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან მომდინარე წყაროებით. არაერთხელ მივმართე ევროკავშირის საელჩოს, რომ გამიჯვნოდნენ მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის კამპანიას, ძალადობასა და პროპაგანდას, თუმცა ყველა ვაკვირდებით, რომ ბევრს საუბრობენ სხვადასხვა ელჩები, თუმცა დღემდე არც ერთხელ, ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის გაღვივება, ძალადობა და პროპაგანდა. ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას მოტივაცია, რომ საკუთარი დუმილით და არ დაგმობით, წაახალისოს სიძულვილისა და პროპაგანდის კამპანია, რომელიც დღეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან მომდინარე თანხებით ფინანსდება. მე მიკვირს, რომ დღეს ვხედავდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებსა და კომისრებს, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებენ კრიტიკულ განცხადებას, მაშინ როცა თავად ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში სიძულვილი, ძალადობა და პროპაგანდა არის წახალისებული.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, არანაირი სამართლებრივი საფუძველი უვიზო მიმოსვლის შეჩერების არ არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდებულებები გაწერილი. არანაირი საფუძველი არ არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების. თუმცა თუკი თავნებობას ექნება ადგილი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, ჩვენ ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია. ჩვენ ვნახეთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. მათ ეს ისე მიიღეს, რომ დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ვისაც საკმარისი ძალა აქვს, ცდილობენ იმოქმედონ ძალის წესებით და არა კანონის წესებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მცდელობას, რომ თავისი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, კვლავ რაღაც ძალის მეთოდებით იმოქმედონ სხვა ქვეყნისა და ხალხების მიმართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო