გიორგი ვაშაძე - რეჟიმის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობაა, ჩვენ უკან არ დავიხევთ, გაერთიანებულად ვიბრძოლებთ

ჩვენ ამის გამო უკან არ დავიხევთ არცერთ შემთხვევაში, პირიქით, უფრო გაერთიანებულად ვიბრძოლებთ, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ღია პოლიტიკური ოპონირების ეშინია და ამიტომ სვამს ოპონენტებს ციხეში.

„რეჟიმის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობაა, მეტი არაფერი, ჩვენ ამის გამო უკან არ დავიხევთ არცერთ შემთხვევაში, პირიქით, უფრო გაერთიანებულად ვიბრძოლებთ. ფაქტია, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენი გაერთიანების ეშინია „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილს და კობახიძეს კი ღია-პოლიტიკური ოპონირების ეშინიათ, პოლიტიკურ ოპონენტებს მარტო მაშინ სვამ ციხეში. ეს სიძლიერედ ვერ ჩაითვლება, რეალურად სისუსტეა. ამდენ ხალხს რომ იჭერ, ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა მათთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ხვალ მივა თუ არა სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე