მამუკა მდინარაძე - მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა - ასევე, მივიღებთ ცვლილებებს, რითაც უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების  პირობები

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მიგრაციის მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები.

მაგალითად, აქამდე, თუ რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რათა უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრი პირობების გათვალისწინებით.

მისივე განცხადებით, რეგულაციები გამკაცრდება საინვესტიციო ნებართვების გაცემის მიმართულებით, და ასევე, მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით იქნება მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა.

„პირველი საკითხი, მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა.

მეორე საკითხი, შრომით მიგრაციას შეეხება, ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. თუ აქამდე რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყოს საჭირო იმისათვის, რომ უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრი პირობების გათვალისწინებით, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს რამდენად დეფიციტურია ესა თუ ის პროფესია, რამდენადაა ჭარბი მოთხოვნა კონკრეტული მიმართულებით, სადაც არ გასცემს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე შესაბამის ნებართვებს. ეს ერთი მხრივ, გაადვილებს საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმებას და მეორე მხრივ, ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მოგვცემს ზუსტ მონაცემებს. იმ მიმართულებით, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი, გადამზადების პირობებს და შესაბამის აუცილებლობას განსაზღვრავს სახელმწიფო. რა სანქციები იქნება თუ ამ პირობებს დაარღვევენ? სანქცია მკაცრი არ იქნება მხოლოდ იმ უცხოელი მოქალაქისთვის, რომელიც ნებართვის გარეშე იმუშავებს, სანქცია და ჯარიმა იქნება დამსაქმებლისთვისაც იმისათვის, რომ არალეგალურად არ დაასაქმონ უცხოელი მოქალაქეები.

მესამე მიმართულება არის საინვესტიციო ნებართვების მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ თუ უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შეიძენს 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას, მასზე ერთი წლით გაიცემა ბინადრობის უფლება. ბოლო 6 წლის განმავლობაში ასეთი ნებართვა მიიღო 16 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ და დღეს ეს ნებართვა შენარჩუნებული აქვს მხოლოდ 3 600 ადამიანს. ამის მიუხედავადაც კი ჩვენ ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად 100 ათასი დოლარისა, [ზღვარი] იქნება 150 ათასი დოლარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის