დონალდ ტრამპი - ირანის პასუხი ჩვენი მხრიდან მისი ბირთვული ობიექტების განადგურებაზე ძალიან სუსტი იყო - მადლობას ვუხდი ირანს, წინასწარი გაფრთხილებისთვის - მშვიდობის დროა

ირანმა ჩვენი მხრიდან მათი ბირთვული ობიექტების განადგურებას ძალიან სუსტად უპასუხა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

ტრამპი მადლობას უხდის ირანს წინასწარი გაფრთხილებისთვის. მისი თქმით, არავინ დაშავებულა.

„ირანის ოფიციალური პასუხი ჩვენი მხრიდან მისი ბირთვული ობიექტების განადგურებაზე ძალიან სუსტი იყო, რასაც ჩვენ ველოდით და ძალიან ეფექტურად გავუმკლავდით. 14 რაკეტა გაისროლეს - 13 ჩამოვაგდეთ, ხოლო 1 „გავათავისუფლეთ“, რადგან უსაფრთხო მიმართულებით მიფრინავდა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არანაირი ზიანი არ მოუყენებიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ ეს თავიანთი „სისტემიდან“ ამოიღეს და იმედია, სიძულვილი აღარ იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ირანს წინასწარ გაფრთხილებისთვის, რამაც უზრუნველყო ის, რომ არავინ დაიღუპა ან დაშავდა. შესაძლოა, ირანმა ახლა რეგიონში მშვიდობისა და ჰარმონიის გზაზე სვლა შეძლოს და მე ენთუზიაზმით მოვუწოდებ ისრაელს, რომ იგივე გააკეთოს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“, - წერს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანის იერიშის შედეგად კატარის მხრიდანაც არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

„მინდა მადლობა გადავუხადო კატარის საპატიო ამირას ყველაფრისთვის, რასაც ის რეგიონში მშვიდობის მისაღწევად აკეთებს. კატარში ამერიკულ ბაზაზე დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ გარდა იმისა, რომ არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა ან დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, არცერთი კატარელი არ დაღუპულა ან დაშავებულა. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!

გილოცავ მსოფლიო, მშვიდობის დროა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ