შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა - მნიშვნელოვანია, ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად

გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც, ბოლო პერიოდში, სამწუხარო ტენდენციად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილო წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან.

„გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც, ბოლო პერიოდში, სამწუხარო ტენდენციად იქცა.

ამგვარი თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის და მისი ზოგიერთი წევრის საბიუჯეტო თანხებიდან დადასტურებულად ფინანსდება

პროპაგანდა და დეზინფორმაცია.

სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.

პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი.

ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან.

მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა.

მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად კითხვებისგან გაქცევისა, ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭვირვალედ გასცეს პასუხი,” - წერს პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს